ადმინისტრატორი
- ანაზღაურება
- 1 700 ₾
- მისამართი
- თბილისი, საადის ქუჩა 7
- სამუშაო გრაფიკი
- 10:00-20:00
სრული აღწერა
სასტუმრო "THE SAAD" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე ქ. თბილისში.
სამუშაო ადგილი - თბილისი, საადის ქუჩა 7
სამუშაო გრაფიკი - 10:00-20:00
ანაზღაურება - 1700 ლარი ფიქსირებული
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმრების მიღების და რეგისტრაციის პროცესის ორგანიზება;
- სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება - ნომრების, ტარიფებისა და
- სასტუმროში არსებული სხვა სერვისების შესახებ;
- სტუმრების რეგისტრაციისთვის სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
- სატელეფონო ზარების და ელ.ფოსტის მართვა;
- სტუმართან ეფექტური პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება;
- კეთილგანწყობა სტუმრების მიმართ და მათზე ზრუნვა;
- რეზერვაციების მიღება და მართვა;
- საოფისე დოკუმენტების და ფაილების მართვა;
- საოფისე ინვენტარის შეკვეთა და მონიტორინგი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ინგლისური და რუსული ენის ცოდნა; სხვა დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად;
- სასურველია სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
- კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: thesaadaparthotel@gmail.com. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს. გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, წაშლა ან სხვა ცვლილება რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელფოსტაზე: thesaadaparthotel@gmail.com ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
