სასტუმრო ტაბერნე ბუტიკ ოტელი
ადმინისტრაციაადმინისტრატორი
გამოქვეყნდა 17 ოქტბოლო ვადა: 17 ნოე
- ანაზღაურება
- 150 ₾ / ცვლა
- ქალაქი
- თბილისი
- სამუშაო გრაფიკი
- 24 საათიანი სამუშაო დღე (ცვლებით)
სრული აღწერა
სასტუმრო "ტაბერნე ბუტიკ ოტელი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ვ. ორბელიანის ქ. N3;
- სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი სამუშაო დღე (ცვლებით);
- ანაზღაურება: ერთი ცვლა 150₾ ხელზე ასაღები.
ძირითადი მოთხოვნები:
- მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 1 წლისა;
- სავალდებულო მოთხოვნა ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- მკაფიო, გამართული მეტყველება და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ენერგიული, პოზიტიური, კომუნიკაბელური და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
ძირითადი მოვალეობები:
- სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება;
- სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება ნომრების, ტარიფების და სასტუმროში არსებული სხვა სერვისების შესახებ;
- შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
- სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
- სასტუმროს მართვის პროგრამაში მუშაობა;
- სასტუმროს მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით მოქმედება.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გადმოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათით, მისამართზე: gm@taberne.ge და სათაურის ველში აღნიშნეთ პოზიციის დასახელება.
სასტუმრო "ტაბერნე ბუტიკ ოტელი" გისურვებთ წარმატებას!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
