ადმინისტრატორი
- ანაზღაურება
- 1 100+ ₾
- მისამართი
- თბილისი, ნიკოლაძის 12
- სამუშაო გრაფიკი
- 12 საათი, ორი დღის ცვლა, ორი ღამის ცვლა. შემდეგი ოთხი დღე დასვენება
- ბენეფიტები
- მეგობრულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს · პროფესიული ზრდის შესაძლებლობას · ჯანმრთელობის დაზღვევას
სრული აღწერა
სასტუმრო "Artizan Design Hotel" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ფუნქცია მოვალეობები:
- სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება;
- სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება ნომრების, ტარიფების და სასტუმროში არსებული სხვა სერვისების შესახებ;
- შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
- სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
- სასტუმროს მართვის პროგრამაში მუშაობა;
- სასტუმროს მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით მოქმედება.
საჭირო ცოდნა/უნარ ჩვევები:
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
- უმაღლესი განათლება;
- პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირება;
- დამოუკიდებლად მუშაობისა და გუნდური მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
- პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კვებას.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ნიკოლაძის 12
გრაფიკი: 12 საათი, ორი დღის ცვლა, ორი ღამის ცვლა. შემდეგი ოთხი დღე დასვენება.
ანაზღაურება: 1100 ლარი + ბონუსი
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@artizanhotels.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე 599 137727.
გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
თქვენ მიერ გამოგზავნილი განაცხადი/CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს.
თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრება სასტუმრო "არტიზან დიზაინ ჰოტელ".
გაცნობებთ, რომ სასტუმრო "არტიზან დიზაინ ჰოტელ"-ის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, ვაკანსიის მოთხოვნებთან თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და დამუშავების პრინციპების შესაბამისად.
განაცხადი/CV/რეზიუმე-ს გამოგზავნით კანდიდატი თანხმობას აცხადებს, რომ პერსონალური მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს სხვა მოქმედ და სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
გამოგზავნილი განაცხადი შენახული იქნება არაუმეტეს 6 თვის ვადით, ხოლო კანდიდატის შესაბამის პოზიციაზე აყვანის შემთხვევაში, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობით.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
