ადმინისტრატორი
გამოქვეყნდა 14 სექბოლო ვადა: 14 ოქტ · იწურება
- ანაზღაურება
- 1 200 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- სამუშაო გრაფიკი
- ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით: 10:00-19:00 საათი
- ბენეფიტები
- ანაზღაურება - 1200 ლარი · ჯანმრთელობის დაზღვევას · Fitpass
სრული აღწერა
სს "ოპპა", რომელიც ოპერირებს PayBox-ის ბრენდის სახელწოდებით, საქართველოს ფინანსურ ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წლიდან საქმიანობს და ყოველდღიურად 350 000-მდე მომხმარებელს ემსახურება. ფლობს თვითმომსახურების სწრაფი გადახდის ტერმინალებს, რომელთა საშუალებითაც 8500 -მდე გადახდის წერტილს ფარავს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 1000 -მდე სერვისის გადახდაა შესაძლებელი. კომპანიაში 250-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული
PayBox აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი:
ქ. თბილისი, კარტოზიას ქუჩა;
სამუშაო გრაფიკი:
ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით: 10:00-19:00 საათი;
რისი გაკეთება მოგიწევს:
- თანამშრომლების, სტუმრებისა და პარტნიორების მიღება, რეგისტრაცია და შესაბამის პირთან გადამისამართება;
- ოფისში შემოსვლა-გასვლისა და ვიზიტორების აღრიცხვა სპეციალურ პროგრამაში;
- ოფისის ინფრასტრუქტურის, საერთო სივრცეებისა და სამუშაო გარემოს ყოველდღიური მონიტორინგი;
- საოფისე მარაგების კონტროლი, საქონლის მიღება, გადანაწილება და აღრიცხვა;
- დასუფთავების ხარისხისა და მომსახურე პერსონალის მუშაობის კონტროლი;
- მცირე სარემონტო სამუშაოების კოორდინაცია და შესრულებული სამუშაოს მიღება;
- არქივის დოკუმენტაციის აღრიცხვა, სისტემატიზაცია და საჭიროების შემთხვევაში მოძიება;
- შრომისა და ფიზიკური უსაფრთხოების პროცედურების დაცვა, ტვირთებისა და მეტალოდეტექტორის კონტროლი;
- შესრულებული სამუშაოებისა და გამოვლენილი საკითხების შესახებ რეგულარული ანგარიშგება;
- ადმინისტრაციულ პროექტებში საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობა.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- Microsoft - პროგრამების ცოდნა;
- ინგლისური ენის საბაზისო დონეზე ცოდნა;
- სასურველია ადმინისტრაციის მიმართულებით ან მომსახურების სფეროში გამოცდილება.
პიროვნული უნარები:
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- უკუკავშირის მიღების უნარი;
- პასუხისმგებლიანი;
- ინიციატივის უნარი;
- დროის მართვისა და პრიორიტეტიზაციის უნარი;
- მიდევნებისა და კონტროლის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- ანაზღაურება - 1200 ლარი;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- Fitpass.
თუ დაგაინტერესა ჩვენს გუნდში ამ პოზიციამ, გამოგვიგზავნე რეზიუმე.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ფეიბოქსი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ადმინისტრატორი თბილისში.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

