ადმინისტრატორი
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- გამოცდილება
- 3 წლამდე
სრული აღწერა
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "xstoys" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე, Bild A Bear-ის სახელოსნოში, გრანდმოლში ქალაქ ბათუმში,
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "Xs სათამაშოები" 2013 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, აერთიანებს 6 საფირმო მაღაზიას, რომელთაგან ოთხი თბილისში და ორი ბათუმში მდებარეობს. კომპანია მომხმარებელს
სთავაზობს მსოფლიოში წამყვანი სათამაშოების მწარმოებელი კომპანიების პროდუქციას, რომელიც გათვლილია ყველა ასაკის ბავშვისთვის.
ჩვენთან გელოდებათ:
- კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
- კომფორტული სამუშაო გარემო;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიციირება.
ასე რომ, მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.
ძირითადი მოვალეობები:
- მაღაზიის ოპერაციული პროცესების ორგანიზება და მართვა;
- მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა;
- მარაგების კონტროლი და შეკვეთების განხორციელება;
- სალაროს მართვა და დღის შემოსავლის აღრიცხვა;
- პროდუქციის განლაგებისა და მოწესრიგების მონიტორინგი;
- გაყიდვების პროცესის ეფექტიანობის გაუმჯობესება.
ძირითადი მოთხოვნები:
- ინგლისური ენის ცოდნა;
- მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (სასურველია);
- კომპიუტერული უნარები (MS Office, სალარო სისტემები).
პიროვნული მახასიათებლები:
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კომუნიკაციის და დროის მართვის უნარი;
- მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: anvoljobs@gmail.com და გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ადმინისტრატორი -
გრანდმოლი ბათუმი) სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- სფერო
- საოფისე საქმე, ადმინისტრირება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

