ადმინისტრატორი
გამოქვეყნდა 4 ნოებოლო ვადა: 4 დეკ
- ანაზღაურება
- 1 000+ ₾
- მისამართი
- ქ. ბათუმი, რუსთაველის ქ.No20
სრული აღწერა
ჩვენ ვქმნით გარემოს რომელიც თავად ზრუნავს ადამიანებზე!
დაიწყე კარიერა "Hampton by Hilton"-ში ადმინისტრატორის პოზიციაზე და განვითარდი ჩვენთან ერთად!
ძირითადი მოვალეობები:
- მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა, კერძოდ სასტუმროში დადგენილი საოპერაციო სტანდარტების ცოდნა და მათი ეფექტური განხორციელება
- სტუმრების მიღება-განთავსებისა და გაცილების შესაბამისი პროცედურების უზრუნველყოფა;
- ჯავშნების მიღება და პროგრამულად გატარება;
- შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
- ეფექტური და პოზიტიური ურთიერთობების უზრუნველყოფა მომხმარებელთან;
- სტუმრისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება არსებული პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ
- სხვა დეპარტამენტებთან ეფექტური კომუნიკაცია.
ძირითადი მოთხოვნები:
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე
- საოფისე პროგრამების ცოდნა
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, რუსთაველის ქ.№20
- სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი, (კვირაში არაუმეტეს 40 საათი)
- ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი
გამოწვევებით სავსე, სასიამოვნო, მრავალფეროვან და განვითარებად გარემოსთან ერთად კომპანია თანამშრომლებს განსაკუთრებულ ბენეფიტებსაც სთავაზობს:
- კვებით უზრულველყოფა;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- 50%-იანი ფასდაკლება ჰილტონ ბათუმის: Nephele Sky Bar, Tandila Lobby Bar, Eforea Spa;
- 70%-იანი ფასდაკლება საბაგირო გზაზე "არგო";
- ფასდაკლება რესტორან "არგო"-ში;
- 50%-იან ფასდაკლებას Hampton by Hilton Batumi Center -ში;
- დასაქმების შემდეგ თანამშრომლის შვილების ქართულ-ამერიკულ სკოლა "პროგრესში" ჩარიცხვის შემთხვევაში - 10%-იანი ფასდაკლება;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიეთ მითითებულ ბმულს: განაცხადის შევსება ან დაგვიკავშირდით +995 511 415285.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
"Hampton by Hilton Batumi Center" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

