სორიზო
ადმინისტრაციაადმინისტრატორი
გამოქვეყნდა 16 სექბოლო ვადა: 16 ოქტ
- ანაზღაურება
- შეთანხმებით
- მისამართი
- თბილისი, ნიკიფორე ირბახის 17
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ, 10:00-19:00 საათი
- კატეგორია
- ადმინისტრაცია/მენეჯმენტი
სრული აღწერა
სტომატოლოგიური კლინიკა "სორიზო" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 საათი;
სამუშაო ადგილი: თბილისი, ნიკიფორე ირბახის 17
ანაზღაურება: შეთანხმებით.
ფუნქცია-მოვალეობები:
- კლინიკაში მოსული პაციენტების პირველადი მიღება, დახვედრა და კონსულტაციაზე გადამისამართება;
- პაციენტების ჩაწერა და ვიზიტების მართვა სამედიცინო პროგრამაში;
- შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხი, ინფორმაციის მიწოდება და პაციენტებთან კომუნიკაცია;
- პაციენტების სამედიცინო ბარათების აღრიცხვა, შევსება და პროგრამული მართვა;**
- კლინიკის ექიმებთან და ასისტენტებთან მჭიდრო თანამშრომლობა სამუშაო პროცესის ეფექტურად წარმართვისთვის;
- სალარო ოპერაციების წარმოება (ნაღდი/უნაღდო ანგარიშსწორება) და სალაროს ანგარიშგება;
- მისაღებ სივრცეში (Reception) წესრიგისა და მშვიდი გარემოს უზრუნველყოფა.
უნარები/კომპეტენციები:
- სამუშაო გამოცდილება სტომატოლოგიურ ან სამედიცინო კლინიკაში ადმინისტრატორის პოზიციაზე (სასურველია);
- ინგლისური ენის ცოდნა;
- შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- დროის მართვის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა;
შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება. დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@sorriso.ge
გასაუბრების შემდეგ მოთხოვნილი დოკუმენტაცია იქნება: პირადობის ასლი.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
