გალილეო ფიტნესი
ადმინისტრაციაადმინისტრატორი
გამოქვეყნდა 17 სექბოლო ვადა: 17 ოქტ
- მისამართი
- თბილისი, ქერჩის ქუჩა #6დ
- კატეგორია
- ადმინისტრაცია/მენეჯმენტი
სრული აღწერა
"გალილეო ფიტნეს კლუბი" ეძებს ორგანიზებულ, პასუხისმგებლობიან და კომუნიკაბელურ მიმღების ადმინისტრატორს, რომელიც გახდება ჩვენი გუნდის სახე და მნიშვნელოვანი ნაწილი!
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქერჩის ქუჩა #6დ
რა გევალება?
- სტუმრებისა და კლუბის წევრების მიღება, დახვედრა და საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
- სატელეფონო ზარებისა და შეტყობინებების მართვა;
- აბონემენტებთან და სერვისებთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცემა;
- ვიზიტორების რეგისტრაცია და მონაცემების სწორად მართვა;
- სალაროსთან მუშაობა და ყოველდღიური ანგარიშგება;
- კლუბის შიდა წესრიგის კონტროლი;
- გუნდთან კოორდინაცია მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად.
რას ველოდებით შენგან?
- ეფექტური კომუნიკაციის უნარები და თავაზიანი დამოკიდებულება;
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ფიტნესისადმი ინტერესი და პოზიტიური ენერგია.
რას გთავაზობთ ჩვენ?
- ფიქსირებული ანაზღაურება;
- მეგობრული და მხარდამჭერი სამუშაო გარემო;
- თანამედროვე ფიტნეს სივრცეში ვარჯიშის შესაძლებლობა.
თუ ფიქრობ, რომ ეს პოზიცია შენთვისაა, გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე მისამართზე: jobs@galileo.ge
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
