ადმინისტრატორი
- ანაზღაურება
- 1 200 ₾
- მისამართი
- ქ. თბილისი, საბურთალო. თინა იოსებიძის #53
სრული აღწერა
კომპანიის შესახებ: საგანმანათლებლო ცენტრი "ELC", რომელიც ბაზარზე 2015 წლიდან წარმატებით ოპერირებს, მომხმარებელს ინგლისური და სხვა უცხო ენების შესწავლას, პროფესიულ კურსებსა და ტრენინგებს სთავაზობს. სასწავლო პროგრამები განკუთვნილია როგორც სკოლის მოსწავლეებისთვის, ისე ზრდასრულებისთვის.
"ELC" აცხადებს ვაკანსიას ცენტრის ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ჩვენი კომპანია გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, მოხერხებულ სამუშაო გრაფიკს და წარმატებული საქმიანობის გათვალისწინებით, კარიერული განვითარების საშუალებას მზარდი ანაზღაურებით და ბონუსებით.
მოვალეობების აღწერა:
- ახალი მოსწავლეების მიღება, არსებული სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამების შეთავაზება და კონსულტაციის გაწევა
- სასწავლო ჯგუფების განრიგის შედგენა და რეგულარული მართვა
- სტუდენტების მონიტორინგი და მშობლებთან ურთიერთობა აქტიურ რეჟიმში
- ფინანსური აღრიცხვა და გადასახადების კონტროლი
- მასწავლებლების სამუშაოს რეგულარული აღრიცხვა
- მარკეტინგულ საქმიანობაში ჩართულობა
- პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნა მოსწავლეებისთვის
- მონაწილეობის მიღება სხვადასხვა საგანმანათლებლო და სახალისო პროგრამებში
სავალდებულო კვალიფიკაცია და უნარები:
- ბავშვებთან და ზრდასრულებთან ურთიერთობის მაღალი გამოცდილება
- დახვეწილი მეტყველება და გადმოცემის უნარი
- საბაზისო კომპიუტერული უნარ-ჩვევების ცოდნა - MS Excel, Word, Facebook, Google Meet, Internet.
- უპირატესობად ჩაითვლება მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
- სასურველია უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების განხრით
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე
- კომუნიკაბელური და პოზიტიური
- კრეატიული, აქტიური და ორგანიზებული
- პუნქტუალური
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
- გამოსაცდელი პერიოდი (ანაზღაურებადი) - 2 კვირა
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს
- კომფორტულ სამუშაო გარემოს
- ანაზღაურება: 1200 ლარი
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, საბურთალო. თინა იოსებიძის #53.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 20 ოქტომბერი.
დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info.elc.center@gmail.com
მადლობა და გისურვებთ წარმატებებს!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
