ადმინისტრატორ-მენეჯერი
- ანაზღაურება
- 501–1 000 ₾ / თვე
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- გამოცდილება
- 1 წელი
- მისამართი
- ქ. ოზურგეთი, წულაძის ქუჩა (ავტოსადგურის მიმდებარედ)
სრული აღწერა
"მედიქალ ვორლდის" ლაბორატორია აცხადებს ვაკანსიას ოზურგეთის ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.
მდებარეობა: ქ. ოზურგეთი, წულაძის ქუჩა (ავტოსადგურის მიმდებარედ);
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-17:00 სთ; შაბათი 09:00-14:00 სთ;
ანაზღაურება: 800 ლარიდან გამოცდილების მიხედვით.
ძირითადი სამუშაო მიმართულებები:
- ოზურგეთის კლინიკების, სამედიცინო დაწესებულებებისა და პოტენციური პარტნიორების მოძიება; ** არსებულ პარტნიორებთან ვიზიტებისა და კომუნიკაციის დაგეგმვა, შედეგების აღრიცხვა და პერიოდული ანგარიშგება;
- ფილიალის ყოველდღიური ოპერაციული საქმიანობის ორგანიზება და კონტროლი;
- პაციენტების მიღების, რეგისტრაციისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოების პროცესის კონტროლი;
- სახარჯი საშუალებებისა და სხვა საჭირო რესურსების ნაშთების მუდმივი მონიტორინგი;
- ფილიალში დასაქმებული თანამშრომლების საქმიანობის კოორდინაცია და მართვა;
- მომსახურების ხარისხის, სამუშაო პროცესებისა და შიდა სტანდარტების კონტროლი;
- საჭიროებისადა მიხედვით სათავო ოფისთან და ცენტრალურ ლაბორატორიასთან მუდმივი კომუნიკაცია და რეპორტინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ჯანდაცვის მენეჯმენტის, ბიზნესის ადმინისტრირების, მედიცინის ან მომიჯნავე მიმართულებით);
- მინიმუმ 1-2-წლიანი მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (უპირატესობა ენიჭება სამედიცინო სფეროში გამოცდილ კანდიდატებს);
- Microsoft Office-ის პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) სრულყოფილი ცოდნა;
- სასურველია ავტომობილის მართვის B კატეგორიის მოწმობა და რეგიონში გადაადგილების მზადყოფნა.
საჭირო კომპეტენციები/უნარები:
- ლიდერობა და სტრატეგიული აზროვნება;
- მოლაპარაკებისა და კონფლიქტების მართვის უნარი;
- დროის ეფექტური მართვა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა;
- ეთიკური სტანდარტებისა და კონფიდენციალურობის მაღალი დაცვა;
- ინიციატივიანობა, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებისა და პასუხისმგებლობის აღების უნარი;
- სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი;
- უწყვეტი პროფესიული განვითარების სურვილი.
ჩვენთან დაგხვდებათ:
- პროფესიული და მეგობრული სამუშაო გარემო — სადაც გუნდური თანამშრომლობა, განვითარება და პაციენტზე ზრუნვა ჩვენი საქმიანობის მთავარი პრიორიტეტებია;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობები — ტრენინგები, სწავლა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა;
- თანამედროვე და ორგანიზებული სამუშაო პროცესი — რომელიც ხელს უწყობს როგორც თანამშრომლის, ისე კომპანიის მუდმივ განვითარებას;
- ლაბორატორიული სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა სპეციალური პირობებით, მათ შორის ოჯახის წევრებისთვის;
- FitPass-ის პროგრამა — ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისთვის.
პროფესია: ოფისის ადმინისტრატორი
სამუშაო ადგილი: ოზურგეთი წულაძის ქუჩა
ვაკანსიების რაოდენობა: 1
ხელფასი: გამოცდილების მიხედვით
სამუშაო გრაფიკი: სამუშაო დღეები
დასაქმების ფორმა: სრული
გამოცდილება: 1 წელი
ენები: ქართული (თავისუფლად)
უნარები: კომუნიკაცია, დარგობრივი ცოდნის გამოყენება, თანამშრომლობა, კეთილსინდისიერება, გადაწყვეტილების მიღება
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- ანაზღაურების პირობები
- ანაზღაურება: 800 ლარიდან გამოცდილების მიხედვით. ხელფასი: გამოცდილების მიხედვით

