SekkeiPark
ლოჯისტიკაადგილობრივი შესყიდვებისა და ლოჯისტიკის მენეჯერი
გამოქვეყნდა 31 ოქტბოლო ვადა: 30 ნოე
- ანაზღაურება
- 1 800–2 500 ₾
- მისამართი
- ქ. თბილისი, მედეა ჩახავას #9
- სამუშაო გრაფიკი
- 09:00 - 18:00, შაბათ-კვირის გარდა
- გამოცდილება
- აუცილებელია მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
- მთავარი მოთხოვნა
- საბუღალტრო პროგრამა "ბალანსსა" და RS.GE-ზე მუშაობის გამოცდილება
სრული აღწერა
კომპანია "SEKKEI PARK" აცხადებს ვაკანსიას - ადგილობრივი (ექსპრესი) შესყიდვებისა და ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ:
ჩვენ ვეხმარებით მომხმარებლებს MEP პროექტების განხორციელებაში, აქტიურად ვმონაწილეობთ პროექტის სრულ ციკლში: დაპროექტებაში, შესრულებაში და შენობის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ მოვლასა და გამართულად მუშაობაში.
ვაკანსიის შესახებ:
- ანაზღაურება: 1800-2500 ლარი (გამოცდილების მიხედვით);
- სამუშაო გრაფიკი: 09:00 - 18:00, შაბათ-კვირის გარდა;
- ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, მედეა ჩახავას #9;
- საკონტაქტო ტელ. ნომერი: 595 116 735.
ფუნქცია-მოვალეობები:
- საწყობების აღწერა და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან და ბუღალტერთან;
- ნაშთების მუდმივი კონტროლი და ანალიზი;
- ინვენტარიზაცია (ინსტრუმენტების კონტროლი, შეკეთება, უსაფრთხოების თანამშრომლისგან მიღებული მითითებების მიხედვით);
- ყველა მასალის გადაადგილების აღრიცხვა პროგრამა "ბალანსსა" და RS.GE-ზე;
- RS.GE-ზე მიღებული ზედნადებების ჩამოტვირთვა ობიექტების მიხედვით;
- საჭირო მასალების და დანადგარების Express შესყიდვები ადგილობრივ ბაზარზე;
- მომწოდებლებისგან საუკეთესო ფასისა თუ პირობების მოპოვება;
- პროდუქციის მიწოდების დაგეგმვა სხვადასხვა პუნქტებსა და საწყობებს შორის, მძღოლებისთვის მიმართულების მიცემა;
- საბაჟო პროცედურებისათვის ხელშეწყობა და ლოჯისტიკური დაგეგმარება;
- საწვავის შესყიდვები;
- ჯარიმებზე ინფორმაციის მიწოდება მძღოლებისთვის.
ძირითადი მოთხოვნები:
- საოფისე პროგრამების ცოდნა: MS Excel, MS Word;
- გამოცდილება: აუცილებელია მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- აუცილებელია საბუღალტრო პროგრამა "ბალანსსა" და RS.GE-ზე მუშაობის გამოცდილება.
უნარები და თვისებები:
- მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
- სამედიცინო დაზღვევა;
- პროფესიული განვითარება;
- სატელეფონო ხარჯების ანაზღაურება;
- ჯანსაღი კორპორატიული გარემო;
- საწვავის ხარჯების ანაზღაურება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: Info@sekkeipark.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: დამსაქმებლის გვერდის ნახვა
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
