ადგილობრივი მოსაკრებლების და მონიტორინგის განყოფილების პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 1 600 ₾
- ქალაქი
- ამბროლაური
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მეოთხე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება:
ადგილობრივი მოსაკრებლების და მონიტორინგის განყოფილების პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია
კატეგორია:
მონიტორინგი
განცხადების ბოლო ვადა:
26.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
1600 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
ამბროლაური
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
12 თვე
ფუნქციები:
-გარე რეკლამის განთავსების წესის დარღვევაზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესებზე, გარე ვაჭრობაზე, ავტოტრანსპორტის პარკირების წესებზე ზედამხედველობა;
-აწარმოებს ზედამხედველობას უნებართვო მშენებლობის გამოვლენის მიზნით;
-უკანონო, უსახური, ამორტიზებული ჯიხურების, მანქანა-დანადგარების, დახლების „სტელაჟების“, სარეკლამო და სინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატებისა და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა, მათი აღკვეთისა და სადემონტაჟო ღონისძიებების განხორციელება;
-უფლებამოსილების ფარგლებში სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა, მათზე რეაგირება, არსებული კანონმდებლობის შესაბამისად განსახილველად სასამართლოში გადაგზავნა და წარმომადგენლობა სასამართლოში.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
საკონკურსო თემატიკა:
ა.საქართველოს კონსტიტუცია
ბ.საქართველოს კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
გ.საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“
დ.საქართველოს კანონი ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“
ზ.საქართველოს კანონი „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“
თ.საქართველოს კანონი ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი’’
ი.საქართველოს კანონი ,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი’’
კ.საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი’’
ლ.,,რეკლამის შესახებ’’ საქართველოს კანონი
მ. ,,ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის და ბაზრობების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ’’ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 იანვრის N18 დადგენილება;
ნ.,,ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების,გარე რეკლამის განთავსების წესის და ნებართვის ფორმის
დამტკიცების შესახებ’’ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 იანვრის N17 დადგენილება;
ო.,,ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 15.11.2017 წლის N08 დადგენილება
პ.,,ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 ივნისის N10 დადგენილება.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ.ამბროლაური, კოსტავას ქN41
საკონტაქტო ტელეფონები:
599 02 06 36, 551 27 25 51
საკონტაქტო პირი:
რუსიშვილი ნინო, ზალკალიანი დოდო
დამატებითი მოთხოვნები:
-გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
-ანალიზის უნარი;
-კომუნიკაბელურობა;
-მიზანდასახულობა;
-გუნდური მუშაობის უნარი;
-კოლეგიალურობა;
დამატებითი ინფორმაცია:
ღია კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატმა განაცხადის შევსების დროს უნდა ატვირთოს:
- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- დოკუმენტები ატვირთულ უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა);
- კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, არასრულად ექნება ატვირთული მითითებული დოკუმენტაცია ან არასრულად/არასწორად შევსებული განაცხადი, ვერ გააგრძელებს კონკურსის მომდევნო ეტაპზე მონაწილეობას;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პასპორტი, ან მართვის მოწმობა) გარეშე გამოცხადებული კანდიდატი გასაუბრების ეტაპზე არ დაიშვება.
- კონკურსის ეტაპების შედეგების, ასევე ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ მათ მიერ აპლიკაციაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით.
-კანდიდატმა სავალდებულოა შეავსოს სამოტივაციო წერილის ველი.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისია გადაწყვეტილებას იღებს კენჭისყრის საფუძველზე, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
