ადგილობრივი ლოჯისტიკის მენეჯერი
სრული აღწერა
ILARIA არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა.
ILARIA პარტნიორი კომპანიისთვის ეძებს “ადგილობრივი ლოჯისტიკის მენეჯერს”
· სამუშაო ფორმატი: სრული განაკვეთი, on-site
· სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე
· სამუშაო საათები: 09:30 – 18:00
· ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ლოჯისტიკური ოპერაციების მართვა, ადგილობრივად შესყიდული საქონლის ეფექტური და დროული მიწოდების უზრუნველსაყოფად;
- მომწოდებლის მიერ საქონლის შესახებ მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტის და სისრულის უზრუნველყოფა: საქონლის აღწერა, ღირებულების გადამოწმება შესყიდვების ERP სისტემაში, მიწოდების პირობის და შესყიდვის დოკუმენტაციის მიხედვით მიწოდების დაგეგმვა;
- დამკვეთებისთვის და შესყიდვების დეპარტამენტისთვის საჭირო ინფორმაციის დროული მიწოდების უზრუნველყოფა;
- შიდა გადაზიდვის ტენდერების გამოცხადება, ფასთა გამოკითხვის ჩატარება;
- საქონლის ადგილმდებარეობის პერიოდული მონიტორინგი დანიშნულების ადგილზე მისვლამდე;
- ლოჯისტიკური ხარჯების შემცირების მიზნით მუდმივად მუშაობა გადაზიდვის კონსოლიდაციის და ოპტიმიზაციის შესაძლებლობაზე;
- ERP სისტემაში მუშაობა, მონაცემთა დროული შეყვანა და განახლება, შიდა პროცედურების და შეკვეთების შესაბამისად;
- სხვა ბიზნეს სეგმენტებთან პროფესიული მოვალეობების კვეთა: შესყიდვების სამსახურთან, მომწოდებელთან, გადამზიდავთან, საბაჟო ბროკერთან და სხვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ლოჯისტიკის, ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან მომიჯნავე მიმართულებით;
- ადგილობრივი ლოჯისტიკის ან ტრანსპორტირების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
- ადგილობრივი გადაზიდვების ორგანიზებისა და ლოჯისტიკური პროცესების მართვის გამოცდილება;
- შესყიდვების, მომწოდებლებთან და სატრანსპორტო კომპანიებთან თანამშრომლობის გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- სატენდერო პროცედურებისა და ფასთა გამოკითხვის პროცესის ცოდნა;
- სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება
- Office პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის, კარგი ცოდნა;
- ლოჯისტიკური ხარჯების ანალიზისა და ოპტიმიზაციის უნარი;
- მოლაპარაკებისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნებისა და პრობლემების ოპერატიულად გადაჭრის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ილარია" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ადგილობრივი ლოჯისტიკის მენეჯერი ქალაქში - თბილისი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

