ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი
გამოქვეყნდა 18 სექბოლო ვადა: 18 ოქტ
- სამუშაო გრაფიკი
- სრული, კვირაში 5 დღე - 10:00-19:00 სთ
სრული აღწერა
ინტერნეტ პროვაიდერი კომპანია "Georgian AirLink"-ი აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო აღწერილობა/ძირითადი მოვალეობები:
- თანამშრომლების შერჩევისა და რეკრუტინგის პროცესის მართვა;
- ვაკანსიების განთავსება, CV-ების გადარჩევა და გასაუბრებების ორგანიზება;
- თანამშრომელთა შერჩევისა და ადაპტაციის პროცესის მართვა;
- თანამშრომლების შიდა განცხადებების განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
- თანამშრომელთა მოტივაციისა და ჩართულობის ინიციატივების განხორციელება;
- თანამშრომლების მიღებისა და გათავისუფლების პროცესების ადმინისტრირება;
- შრომითი ხელშეკრულებების ადმინისტრირება, შესაბამისი ვადების კონტროლი;
- კომპანიის შიდა პოლიტიკებისა და პროცედურების დაცვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება HR მიმართულებით; (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან ფსიქოლოგიის მიმართულებით)
- შრომითი კანონმდებლობის საბაზისო ცოდნა;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა: Word, Excel, PowerPoint, Outlook;
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- გუნდში მუშაობის უნარი
- კონფიდენციალურობის დაცვა
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე - 10:00-19:00 სთ
- ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: vacancy@airlink.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არგანიხილება.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
