ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 3 520 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 1 წელი
- მთავარი მოთხოვნა
- კანდიდატმა ატვირთოს ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ კანდიდატი არის მოქმედი პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსის მქონე პირი, ან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელიც არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში, ან რეზერვში ჩარიცხული პირი
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება:
ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
დახურული კონკურსი
ორგანიზაცია:
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
კატეგორია:
ადამიანური რესურსების მართვა
განცხადების ბოლო ვადა:
17.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
3520 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
ფუნქციები:
- ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფის პროცესში მონაწილეობა;
- დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება. პასუხის მომზადების მიზნით სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტებიდან ინფორმაციის გამოთხოვა;
- ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზირებული სისტემის (eHRMS) მართვა, ადმინისტრირება და მონაცემების ასახვა;
- საკადრო საქმისწარმოების პროცესის უზრუნველყოფა;
- ადამიანური რესურსების მართვის საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლების კონსულტირება;
- სტაჟირებასთან დაკაშირებული პროცესის და პროცედურების ადმინისტრირება, საინფორმაციო ბაზის წარმოება;
- სამინისტროს თანამშრომლების სამუშაო დროის აღრიცხვისა და დასწრების ავტომატიზირებული სისტემის მართვა, მონაცემების განახლება, ანგარიშების მომზადება
სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი სამართლებრივი აქტების შემუშავება და შემუშავების პროცესში მონაწილეობის მიღება;
- საჭიროების შემთხვევაში მოხელის შეფასების მეთოდების პროცესის ადმინისტრირებასა და სრულფასოვანი წარმართვის ორგანიზებაში მონაწილეობა;
- თანამშრომლების პირადი საქმეების წარმოება;
- საჭიროების შემთხვევაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა;
- სამინისტროს თანამშრომლებისთვის კორპორატიული დაზღვევის და სხვა კორპორატიული შემოთავაზებების უზრუნველყოფის პროცესის ადმინისტრირება;
- კომპეტენციის ფარგლებში სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
- საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
1 წელი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“;
- საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
- საქართველოს კანონი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“;
- საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 17 სექტემბრის №449 დადგენილება;
- „საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის №204 დადგენილება;
- „პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების საჭიროებების განსაზღვრის წესის, პროფესიული განვითარების სტანდარტისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 22 მაისის №242 დადგენილება;
- „პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილება;
- „პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის №220 დადგენილება;
- „პროფესიული საჯარო მოხელის მიერ პროფესიული განვითარებისათვის შვებულებით სარგებლობის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 23 მაისის №246 დადგენილება;
- „პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის №215 დადგენილება;
- „პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის აუცილებელი სპეციალური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის №218 დადგენილება;
- „პროფესიული საჯარო მოხელისათვის მოხელის კლასების მინიჭების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის №219 დადგენილება;
- „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილება.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
12, ალ ყაზბეგის გამზირი, 0160, თბილისი, საქართველო
საკონტაქტო ტელეფონები:
593314196
საკონტაქტო პირი:
ეკატერინე ციმაკურიძე
დამატებითი მოთხოვნები:
განათლება - ფსიქოლოგია/სოციალური მეცნიერებები/საჯარო მმართველობა/ბიზნესის ადმინისტრირება/სამართალი/ ჰუმანიტარული მეცნიერებები
სავალდებულო - ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლის სამუშაო გამოცდილება.
კომპეტენციები და უნარ-ჩვევები:
ა) ანალიტიკური აზროვნება;
ბ) გუნდური მუშაობა;
გ) დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
დ) ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
ე) საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
ვ) დროის ეფექტიანი მართვის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
კონკურსანტმა კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადი უნდა წარადგინოს მხოლოდ ელექტრონული ფორმით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის vacancy.hr.gov.ge მეშვეობით.
კანდიდატმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე - vacancy.hr.gov.ge სავალდებულოა, ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლ(ებ)ი (უცხოურ ენაზე გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში, ასევე, ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი და უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული საქართველოში აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საჭიროების შემთხვევაში);
ბ) შრომის წიგნაკის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტ(ებ)ის ასლ(ებ)ი (უცხოურ ენაზე გაცემული ცნობის არსებობის შემთხვევაში, ასევე, ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი). აღნიშნულ დოკუმენტში მოცემული ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი ვაკანტური თანამდებობისთვის დადგენილ დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებით განსაზღვრულ სამუშაო სფეროს და მოთხოვნილი სამუშაო გამოცდილების ხანგრძლივობას.
აღნიშნული დოკუმენტების წარმოუდგენლობის/არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, კანდიდატი ვერ მიიღებს კონკურსში მონაწილეობას.
კანდიდატი ვალდებულია, დამსაქმებელს მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია საკონკურსო მოთხოვნებთან დაკავშირებით.
კანდიდატი, რომელიც განაცხადის გადარჩევის საფუძველზე, ვერ დააკმაყოფილებს დადგენილ საკონკურსო მოთხოვნებს, ასევე, სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტების წარუდგენლობის შემთხვევაში, ვერ გააგრძელებს კონკურსში მონაწილეობას.
კანდიდატი, რომელიც კონკურსის პირველ ეტაპს (კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილი განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა) ვერ გაივლის, კონკურსის მომდევნო ეტაპამდე 7 კალენდარული დღით ადრე, განაცხადში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე, მიიღებს ინფორმაციას მის მიერ წარდგენილი განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ, ხოლო კანდიდატის მოთხოვნის შემთხვევაში – შეუსაბამობის მიზეზს.
კონკურსის მე-2 ეტაპზე შეფასება განხორციელდეს ქულათა სისტემით, რაც გულისხმობს მაქსიმალური 10 ქულითა და მინიმალური 0 ქულით შეფასებას. შეფასება განხორციელდება, როგორც ზეპირი დავალების, ისე - გასაუბრების.
კანდიდატებს კონკურსის თითოეული ეტაპის შედეგების შესახებ ინფორმაცია ეცნობებათ განაცხადში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.
ზეპირი დავალებისა და გასაუბრების პროცესის გამჭვირვალობის მიზნით, შესაძლოა, განხორციელდეს ზეპირი დავალებისა და გასაუბრების აუდიო ჩაწერა.
ზეპირი დავალებისა და გასაუბრებაზე დაიშვებიან მხოლოდ შერჩევის შედეგად შემდეგ ეტაპზე გადასული კანდიდატები, ასევე, დაესწრებიან უფლებამოსილი პირები.
კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელი პირობები:
- დახურული კონკურსი ცხადდება საჯარო სამსახურის სისტემის მასშტაბით და გულისხმობს შესაფერისი კანდიდატის შერჩევას მოქმედი მოხელეებიდან, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული მოხელეებიდან და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებიდან; ამასთანავე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს დახურულ კონკურსში, თუ იგი არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში;
- შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი ვაკანტურ თანამდებობაზე მიიღება გამოსაცდელი ვადით, რომლის ხანგრძლივობა შეადგენს 12 თვეს.
- აუცილებელია კანდიდატმა ატვირთოს ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ კანდიდატი არის მოქმედი პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსის მქონე პირი, ან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელიც არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში, ან რეზერვში ჩარიცხული პირი.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
