ადამიანური რესურსების მართვის მთავარი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 4 000 ₾
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 1 წელი
- ქალაქი
- გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი 90 - ე ქუჩა No4
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
ადამიანური რესურსების მართვის მთავარი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრი
ორგანიზაციის შესახებ:
საჯარო სამართლის იურიდიული პირის „კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრის“ საქმიანობის მთავარი მიზანი არის კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანების კეთილდღეობის უზრუნველყოფა, განვითარების ხელშეწყობა, მათი ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისი მხარდაჭერა, რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია. ცენტრში დაგეგმილი ღონისძიებები და პროგრამები მიმართულია არასრულწლოვანთა გონებრივი, ემოციური, სოციალური და ფიზიკური განვითარებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერისკენ, რაც არასრულწლოვანს ეხმარება სრულფასოვან საზოგადოებრივ ინტეგრაციაში.
ცენტრი უზრუნველყოფს კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატის თანასწორობას, განურჩევლად რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.
კატეგორია:
ადამიანური რესურსების მართვა
განცხადების ბოლო ვადა:
08.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
4000 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი 90 - ე ქუჩა №4
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
6 თვე
ფუნქციები:
- თანამშრომელთა დანიშვნის, გათავისუფლების, წახალისების და სხვა სახის საკადრო ბრძანებების პროექტების მომზადება;
- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების/ცვლილებების პროექტების, განმარტებითი ბარათების, ცენტრის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებზე სხვადასხვა სახის ბრძანების პროექტების მომზადება;
- ცენტრის საშტატო განრიგისა და პირადი საქმეების წარმოება;
- პერსონალის შერჩევის პროცესში ჩართულობა;
- HR ანალიტიკის წარმოებაში მონაწილეობა;
- თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევის საკითხების კოორდინაცია;
- ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე, მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;
- სხვადასხვა სახის სტატისტიკური მონაცემების/რეესტრების წარმოება;
- დეპარტამენტის მიზნებსა და ამოცანებთან დაკავშირებული სხვა საქმიანობის განხორციელება, დავალების შესაბამისად.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
1 წელი
პროფესია:
იურისტი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
- საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;
- საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“;
- საქართველოს კანონი „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“;
- საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის №204 დადგენილება;
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2026 წლის 30 აპრილის №1203 ბრძანება;
- „არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2026 წლის 30 ივნისის №1222 ბრძანება;
- „პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილება;
- „პროფესიული საჯარო მოხელის მიერ პროფესიული განვითარებისათვის შვებულებით სარგებლობის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 23 მაისის №246 დადგენილება;
- „საჯარო სამსახურში ნახევარ განაკვეთზე მუშაობის, ღამის საათებში, დასვენების და უქმე დღეებში, ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის № 201 დადგენილება;
- „ადმინისტრაციული ხელშეკრულებების სტანდარტული ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №205 დადგენილება;
- „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილება;
- „პროფესიული საჯარო მოხელისათვის მოხელის კლასების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის №219 დადგენილება;
- „პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის №215 დადგენილება.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი 90 - ე ქუჩა №4
საკონტაქტო ტელეფონები:
592 77 80 90
საკონტაქტო პირი:
ნინო ხარაზიშვილი
დამატებითი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (ბაკალავრის აკადემიური ხარისხი იურიდიული მიმართულებით);
- საჯარო სამსახურში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ცვლილებებისა და სიახლეების ინიცირების უნარი;
- დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომპლექსური აზროვნება;
- დროის ეფექტიანი მართვა;
- საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
კონკურსის ეტაპები/ჩატარების გრაფიკი
- განაცხადების გადარჩევა − კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილი განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას უზრუნველყოფს სსიპ „კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრის“ ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამმართველოს ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი;
- კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა, ატვირთოს:
− უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
− სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ოფიციალური/სათანადოდ დამოწმებული დოკუმენტი დაკავებული თანამდებობ(ებ)ის, მუშაობის პერიოდ(ებ)ის - სამსახურის დაწყებისა და დასრულების სრული თარიღების - ფუნქცია-მოვალეობების მითითებით, სრული და კითხვადი ჩანაწერ(ებ)ი). ატვირთული უნდა იყოს, სულ მცირე, დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებით გათვალისწინებული სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი საბუთ(ებ)ი.
− სტაჟირების შემთხვევაში აუცილებელია, დოკუმენტში ჩანდეს, იყო თუ არა საქმიანობა ანაზღაურებადი.
- აუცილებელია, კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა.
- აუცილებელია, კანდიდატმა შესაბამის გრაფაში მიუთითოს რეკომენდატორის (სასურველი რაოდენობა − ორი) საკონტაქტო ინფორმაცია და დაკავებული თანამდებობა;
- კონკურსის მეორე (კანდიდატის შეფასების) ეტაპზე გადასასვლელად კანდიდატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დოკუმენტები უნდა იყოს უტყუარი, სრულყოფილი და შეესაბამებოდეს საკონკურსო განაცხადში მითითებულ ძირითად, სპეციალურ და დამატებით მოთხოვნებს;
- გასაუბრება - კანდიდატის შეფასება ხდება პროფესიულ, მოტივაციასთან დაკავშირებულ და საქმიანი უნარების დამდგენ კითხვებზე გაცემული პასუხების შესაბამისად, ქულათა სისტემით:
1 - მიუღებელი ან ზედმეტად კვალიფიციური; 2 - საშუალოზე დაბალი; 3 - საშუალო/კომპეტენტური; 4 - კარგი; 5 - ძალიან კარგი.
გარდა ზემოთ აღნიშნული ჩამონათვალისა, შემფასებელს აქვს უფლება, აირჩიოს შეფასების შემდეგი კატეგორიები: 1,3 ქულა, 2,5 ქულა, 4,4 და ა.შ.
გასაუბრებაზე გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მაღალ ქულას, მაგრამ არანაკლებ 3 ქულისა (მაქსიმალური ქულა - 5).
ყოველ მომდევნო ეტაპზე მონაწილეობისათვის აუცილებელია, კანდიდატი აკმაყოფილებდეს წინა ეტაპისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებს.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემით განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
