ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი
გამოქვეყნდა 28 ოქტბოლო ვადა: 28 ნოე
- მისამართი
- თბილისი, დიდი დიღომი, ფარნავაზ მეფის გამზ. 1 (გუდვილის შენობა)
სრული აღწერა
ტანსაცმლის მაღაზიათა ქსელი "ეკონომ შოპი" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
სამუშაო ადგილი: თბილისი, დიდი დიღომი, ფარნავაზ მეფის გამზ. 1 (გუდვილის შენობა)
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის HRM პროცესების განხორციელება;
- სხვადასხვა ტიპის ელექტრონული/მატერიალური ბრძანებების: დანიშვნის, გათავისუფლების, პოზიციის ცვლილების, ხელფასის ცვლილების, შვებულების, დეკრეტულ შვებულებაში გასვლა/შეწყვეტა/გაგრძელების, დისციპლინარული საქმეების ადმინისტრირება;
- თანამშრომლების სამუშაო განრიგების ადმინისტრირება, კონტროლი;
- სახელფასო უწყისზე მუშაობა (Payroll)
- კომპანიის ბენეფიტების ადმინისტრირება:
- კომპანიის ადმინისტრაციულ საკითხებში მხარდაჭერა.
- რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სასურველია სოციოლოგიის, ფსიქოლოგიის ან ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- შრომის კოდექსის ცოდნა;
- საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
საჭირო უნარ-ჩვევები:
- დროის ეფექტურად მართვა;
- საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: ketevanitsitsvidze@gmail.com სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "HR მენეჯერი".
გისურვებთ წარმატებებს!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
