ადამიანური რესურსების მართვის ხელმძღვანელი
გამოქვეყნდა 15 ოქტბოლო ვადა: 15 ნოე
- ანაზღაურება
- შეთანხმებით
- ქალაქი
- თბილისი
- სამუშაო გრაფიკი
- სრული
სრული აღწერა
კომპანია "JYSK" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: შეთანხმებით
ლოკაცია: თბილისი
ფუნქცია-მოვალეობები:
- ორგანიზაციის მასშტაბით ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიის, პოლიტიკის შემუშავება, დანერგვა და მონიტორინგი;
- HR მიმართულებით პროცედურების და ინსტრუქციების შემუშვება და მათი პერიოდული განახლება;
- თანამშრომელთა შერჩევის პროცესის ორგანიზება, სრული ციკლის მართვა;
- კომპანიაში ახალი თანამშრომლების ონბორდინგის/ადაპტაციისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება;
- პერსონალის მართვა და დენადობის კონტროლი;
- ტრენინგების საჭიროებების განსაზღვრა, დაგეგმვა/ორგანიზება და საბაზისო ტრენინგების ჩატარება;
- შეფასების სისტემის შემუშავება, განვითარება, მართვა და კონტროლი;
- სამოტივაციო სისტემის შემუშავება და შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა/განხორციელება;
- დოკუმენტაციის წარმოება საქართველოს შრომითი კანონმდებლობის და კომპანიის წესდების შესაბამისად;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (ადამიანური რესურსების მართვის, ბიზნესის ადმინისტრირების ან ფსიქოლოგიის მიმართულებით);
- ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენის მაღალ დონეზე ფლობა;
საჭირო უნარ-ჩვევები:
- ანალიტიკური აზროვნება;
- პრობლემის იდენტიფიცირებისა და გადაჭრის გზების დასახვის უნარი;
- ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- დეტალებზე ორიენტაციის უნარი.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@jysk.ge. სათაურის ველში მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.
გისურვებთ წარმატებას!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
