ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლე (წარსადგენი კანდიდატების შესარჩევი კონკურსი)
- გამოცდილება
- 10 წელი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლე (წარსადგენი კანდიდატების შესარჩევი კონკურსი)
კონკურსის ტიპი:
სხვა
ორგანიზაცია:
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
კატეგორია:
ადამიანის უფლებები
განცხადების ბოლო ვადა:
31.12.2026
თანამდებობრივი სარგო:
შეთანხმებით
ადგილების რაოდენობა:
3
ფუნქციები:
სახელმწიფოთა (მაღალ ხელშემკვრელ მხარეთა) მიერ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვანი შესრულების მიზნით შექმნილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, რომელიც შედგება იმდენივე მოსამართლისგან, რამდენიც არის მაღალი ხელშემკვრელი მხარე. სასამართლო განიხილავს როგორც სახელმწიფოთაშორის საქმეებს, ისე ინდივიდუალურ საჩივრებს. მაღალი ხელშემკვრელი მხარეებისთვის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება არის შესასრულებლად სავალდებულო. სასამართლოს, ასევე, შეუძლია გასცეს საკონსულტაციო დასკვნები კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების განმარტების სამართლებრივ საკითხებზე.
საქართველოს მხრიდან წარდგენილი სამი კანდიდატიდან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეს აირჩევს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა. მოსამართლე აირჩევა მაქსიმუმ 9 წლის ვადით.
მინიმალური განათლება:
მაგისტრი
სამუშაო გამოცდილება:
10 წელი
პროფესია:
იურისტი
საკონკურსო კომისიის მისამართი:
თბილისი, გორგასლის 24ა
საკონტაქტო ტელეფონები:
(+995 32) 240 59 85
დამატებითი მოთხოვნები:
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევ მოსამართლეობის კანდიდატად შეიძლება შერჩეულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
- ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისთვის წარდგენის მომენტისათვის იქნება 65 წლამდე ასაკის;
- სრულყოფილად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას;
- კარგად (არანაკლებ B2 დონეზე) ფლობს ევროპის საბჭოს ერთ-ერთ ოფიციალურ ენას (ინგლისურს ან ფრანგულს);
- ევროპის საბჭოს მეორე ოფიციალური ენის ფლობა კანდიდატის უპირატესობად ჩაითვლება;
- აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხით;
- აქვს ადამიანის უფლებების სფეროში მუშაობის არანაკლებ ათწლიანი გამოცდილება;
- სრულყოფილად ფლობს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციასა და შესაბამის პრეცედენტულ სამართალს;
- სრულყოფილად ფლობს საერთაშორისო საჯარო სამართლის პრინციპებსა და საქართველოს კანონმდებლობას;
- აკმაყოფილებს მაღალი სამოსამართლო თანამდებობის დასაკავებლად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან არის აღიარებული კომპეტენტურობის მქონე სამართალმცოდნედ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად არჩევის ექსპერტ მრჩეველთა პანელის (The Advisory Panel of Experts on Candidates for Election as Judge to the European Court of Human Rights) სახელმძღვანელო დოკუმენტის მიხედვით (იხ. ბმული: edoc.coe.int — ბმულის გახსნა;
- აქვს მაღალი მორალური და პროფესიული რეპუტაცია.
დამატებითი ინფორმაცია:
იხ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 17 დეკემბრის №1139 ბრძანება ,,ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესისა და პროცედურის დამტკიცების შესახებ“: matsne.gov.ge — ბმულის გახსნა
კანდიდატი ვალდებულია, კომისიას მიაწოდოს სრულყოფილი და უტყუარი ინფორმაცია და დოკუმენტები საკონკურსო მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შესახებ.
- კონკურსში მონაწილეობისათვის კანდიდატმა უნდა წარადგინოს:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. ატვირთული უნდა იყოს, სულ მცირე, საკვალიფიკაციო მოთხოვნებით გათვალისწინებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) ადამიანის უფლებების სფეროში მუშაობის არანაკლებ ათწლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (დაკავებული თანამდებობის, მუშაობის პერიოდის - სამსახურის დაწყების და დასრულების სრული თარიღების, ასევე, საჭიროების შემთხვევაში - შესაბამისი ფუნქციების მითითებით) − უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, ან, არსებობის შემთხვევაში, შრომის წიგნაკი (ბეჭდით დამოწმებული სრული და კითხვადი ჩანაწერით);
დ) რეზიუმე ქართულ და, ასევე, ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე (ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ დადგენილ სამოდელო ფორმატში matsne.gov.ge — ბმულის გახსნა, matsne.gov.ge — ბმულის გახსნა, matsne.gov.ge — ბმულის გახსნა;
ე) სამოტივაციო წერილი, რომელშიც დეტალურად და მკაფიოდ იქნება ახსნილი, თუ როგორ აკმაყოფილებს კონკურსანტი საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
ვ) ინგლისური ან ფრანგული ენის ცოდნის დამადასტურებელი ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტი:
ვ.ა) ინგლისურ ან/და ფრანგულ ენაზე გამოქვეყნებული სტატია;
ვ.ბ) ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე უმაღლესი განათლების რომელიმე საფეხურზე სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ.გ) ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ.დ) ინგლისური ან/და ფრანგული ენის ცოდნის (არანაკლებ B2 დონე) დამადასტურებელი მოქმედი სერტიფიკატი.
- თუ წარმოდგენილი დოკუმენტ(ებ)ით ვერ დგინდება კანდიდატის უცხო ენის ცოდნის დონის საკონკურსო მოთხოვნასთან შესაბამისობა, ტარდება ტესტირება შესაბამის უცხო ენაში.
- კანდიდატმა საკონკურსო განაცხადი (მათ შორის, დადგენილი ფორმის რეზიუმეები შესაბამის ენებზე) და თანდართული დოკუმენტები უნდა წარადგინოს vacancy.hr.gov.ge-ის მეშვეობით ან კომისიის სამდივნოს მეილზე: hrdep@justice.gov.ge.
- არასრულყოფილი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, კანდიდატს მიეცემა მისთვის შესაბამისი შეტყობინების ელექტრონული ფოსტის მისამართზე გაგზავნის დღიდან სამდღიანი ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ამ ვადაში ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, კანდიდატის განაცხადი არ მიიღება განსახილველად.
- ყოველ მომდევნო ეტაპზე მონაწილეობისათვის აუცილებელია, კანდიდატი აკმაყოფილებდეს წინა ეტაპისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებს;
- კონკურსზე რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება საკონკურსო განაცხადში მოცემულ პირობებს; ასევე, ის თანახმაა, მის რეზიუმეში წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს კონკურსის მიზნებისთვის.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატების (ადგილების რაოდენობა - 3) შესარჩევი კონკურსის ფარგლებში, შესარჩევი კომისიის გადაწყვეტილებით, განაცხადების მიღების ვადა მეორედ განახლდა/გაგრძელდა 2026 წლის 1 სექტემბრის ჩათვლით.
კონკურსის თითოეულ ეტაპზე გადაწყვეტილების მიღებისას თანაბარ პირობებში იქნება განხილული დოკუმენტების მიღების როგორც თავდაპირველად გამოცხადებული (ვაკანსიის №96935), ისე განახლებული/გაგრძელებული (ვაკანსიის №97405 და ვაკანსიის №98223) ვადების ფარგლებში წარდგენილი კანდიდატების განაცხადები.
- კომისიის წევრები კანდიდატებს აფასებენ ქულების მიხედვით. საშუალო ჯამური ქულების კლებადობის მიხედვით, კანდიდატთა სქესის შესაბამისად, სამდივნო შეადგენს 2 სიას. ამ სიების საფუძველზე სამდივნო შეადგენს 3 კანდიდატისგან შემდგარ სიას, რომელშიც ორივე სიიდან შედის საუკეთესო შედეგის მქონე პირველი კანდიდატი, აგრეთვე ერთ-ერთ სიაში ქულების მიხედვით მომდევნო ადგილის მქონე ის კანდიდატი, რომელსაც შესაბამის სიაში იმავე ადგილის მქონე სხვა სქესის კანდიდატთან შედარებით უფრო მაღალი ქულა აქვს.
- კომისიის თავმჯდომარე კანდიდატთა სიას კომისიის სახელით წარუდგენს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს;
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატებს წარუდგენს ევროპის საბჭოს არაუგვიანეს 2026 წლის 30 სექტემბრისა.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
