აჭარის წარმომადგენლობის უფროსი
- ქალაქი
- ბათუმი
- ბენეფიტები
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- მთავარი მოთხოვნა
- საკუთარი ავტომობილის ფლობა
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ - 10:00-18:00; შაბათი - 10:00 - 15:00
სრული აღწერა
სს "ოპპა", რომელიც ოპერირებს PayBox-ის ბრენდის სახელწოდებით, საქართველოს ფინანსურ ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წლიდან საქმიანობს და ყოველდღიურად 350 000-მდე მომხმარებელს ემსახურება. ფლობს თვითმომსახურების სწრაფი გადახდის ტერმინალებს, რომელთა საშუალებითაც 8500-მდე გადახდის წერტილს ფარავს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 1000-მდე სერვისის გადახდაა შესაძლებელი. კომპანიაში 250-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული.
PayBox აცხადებს ვაკანსიას აჭარის წარმომადგენლობის უფროსის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი
ბათუმი
პასუხისმგებლობები:
- წარმომადგენლობის ეფექტურ მართვა და კომერციული მიზნების შესრულება;
- სამუშაო დისციპლინის უზრუნველყოფა, თანამშრომელთა მოტივირება და განვითარების ხელშეწყობა;
- შიდა პოლიტიკების, რეგლამენტების და პროცედურების დაცვა;
- ინციდენტების, უსაფრთხოების რისკებისა და ფინანსური გადაცდომების დროული გამოვლენა და მართვა;
- სათაო ოფისთან ანგარიშგების დროული და ზუსტი წარდგენა.
ფუნქცია-მოვალეობები:
- წარმომადგენლობის ბიუჯეტის, შემოსავლებისა და ხარჯების მართვა;
- ახალი პარტნიორების მოძიება და მოზიდვა;
- ბაზრის ტენდენციების მონიტორინგი და კონკურენტული გარემოს ანალიზი;
- რეგიონული ოფისის ადმინისტრირების ორგანიზება (სივრცე, ინფრასტრუქტურა, საოფისე რესურსები);
- თანამშრომელთა კოორდინაცია, გრაფიკების უზრუნველყოფა და მონიტორინგი, შესრულების კომპანიის სტრანდარტებთან და შიდა პოლიტიკებთან შესაბამისობის მონიტორინგი;
- წარმომადგენლობის ყოველდღიური ოპერაციების უწყვეტობისა და სტაბილურობის მონიტორინგი და უზრუნველყოფა;
- PayBox ტერმინალების ქსელის ინფრასტრუქტურული და ტენიკური გამართულობის უზრუნველყოფა;
- ყოველდღიურად მიმდინარე პროცესების მონიტორინგი და საგანგებო სიტუაციების იდენტიფიცირება, რეაგირება და სათაო ოფისთან კომუნიკაცია;
- ნაღდი ფულადი სახსრების ბრუნვის პროცესების მონიტორინგი;
- სათაო ოფისთან რეგულარული კომუნიკაცია და ანგარიშგება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- მენეჯერულ პოზიციაზე გამოცდილება;
- გუნდის მართვის გამოცდილება;
- საოპერაციო პროცესების მართვის გამოცდილება;
- ორგანიზებული; - ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი; - მოქნილობა, ცვლილებებისადმი სწრაფი ადაპტაციის უნარი;
- პრიორიტეტიზაციისა და დროის მართვის უნარი.
სამუშაო საათები
ორშაბათი-პარასკევი - 10:00-18:00; შაბათი - 10:00 - 15:00
ბენეფიტები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
სავალდებულო მოთხოვნები:
- აუცილებელია საკუთარი ავტომობილის ფლობა;
- საწვავის ხარჯს უზრუნველყოს კომპანია.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ფეიბოქსი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - აჭარის წარმომადგენლობის უფროსი ბათუმში.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

