High Five ABAABA თერაპევტი (გამოცდილი)
გამოქვეყნდა 19 ოქტბოლო ვადა: 18 ნოე
- ანაზღაურება
- 20+ ₾
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- გამოცდილება
- 1 წლამდე
- მისამართი
- თბილისი, საბურთალო | High Five International ABA Center
სრული აღწერა
High Five International ABA Center აცხადებს ვაკანსიას: ABA თერაპევტი (გამოცდილი) პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო | High Five International ABA Center
ჩვენ ვმუშაობთ აუტიზმის მქონე და განვითარების სხვა საჭიროებების მქონე ბავშვებთან; ვიყენებთ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მეთოდებს და ვიცავთ პროფესიულ და ეთიკურ სტანდარტებს.
მოთხოვნები
- ABA თერაპევტად მუშაობის გამოცდილება სავალდებულოა.
- რუსული და ქართული ენების თავისუფლად ფლობა.
- ქცევის გამოყენებითი ანალიზის (ABA) პრინციპების ცოდნა და მათი პრაქტიკაში გამოყენების უნარი.
- ინდივიდუალური ქცევითი და საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების გამოცდილება.
- მონაცემთა შეგროვებისა და ბავშვის უნარების განვითარების მონიტორინგის უნარი.
- რთულ ქცევებთან მუშაობის უნარი თანამედროვე, ეთიკური მიდგომების გამოყენებით.
- შესაბამისი განათლება და საერთაშორისო სერტიფიცირება (IBT, RBT, IBA) ჩაითვლება უპირატესობად.
მოვალეობები
- ბავშვებთან ინდივიდუალური ABA სესიების ჩატარება.
- კომუნიკაციური, სოციალური, სათამაშო და ადაპტური უნარების განვითარებაზე მიმართული პროგრამების განხორციელება.
- ბავშვის პროგრესთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვება და ანალიზი.
- სუპერვიზიებსა და გუნდურ განხილვებში მონაწილეობა.
- ცენტრში მომუშავე სხვა სპეციალისტებთან თანამშრომლობა.
- პროფესიული და ეთიკური სტანდარტების დაცვა.
რას გთავაზობთ
- საათობრივი ანაზღაურება — 20 ლარიდან. კონკრეტული განაკვეთი განისაზღვრება ინდივიდუალურად, კანდიდატის გამოცდილების, კვალიფიკაციისა და კომპეტენციების გათვალისწინებით.
- სტაბილური დატვირთვა, სრული განაკვეთით მუშაობის შესაძლებლობით.
- რეგულარული პროფესიული სუპერვიზია.
- დამატებითი ტრენინგები ცენტრის ხარჯზე.
- საერთაშორისო სერტიფიცირებისა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობები.
როგორ უნდა დაგვიკავშირდეთ:
გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (სადაც დეტალურად იქნება აღწერილი თქვენი სამუშაო გამოცდილება და გავლილი ტრენინგები)მეილზე highfive.aba@gmail.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე.
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- სფერო
- მედიცინა
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
